|
დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
გერგილი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით)
სამუშაო გრაფიკი: სრული
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
მოთხოვნები:
** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი;
** ვაკანსიაზე განიხილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტი;
** სასურველია ინგლისური ენის (B1-B2 დონე) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
** სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა
ფუნქციები:
** საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი;
** ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
** კანონმდებლობით მოთხოვნილი სრული შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;
** დასაქმებულთა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან მიმართებაში;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 მარტი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: n.shavlakadze@gergili.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|