Робота для біженців з України
ქიმიკოსი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქიმიკოსი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") "Anadolu Efes"-ის შვილობილი კომპანიაა.

"Anadolu Efes" მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ქიმიკოსი

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლა

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:

** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
** ლანჩი;
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის, დამხმარე მასალების, ქიმიური რეაქტივების და შესაფუთი მასალების სინჯების აღება და შემოწმება;
** სახარშიდან, ფერმენტაციიდან, მატურაციიდან, ფილტრაციიდან და შუშის, ქილის, კასრის და პეტის ხაზიდან ქიმიურ-ფიზიკური მაჩვენებლების აღება და შემოწმება;
** ხელსაწყოების სწორი დაკალიბრაცია და შემოწმება;
** მეთოდური, ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის თვალყურის დევნება;
** სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად ხარისხის ანალიზი;
** ანალიზისთვის ყველა საჭირო ხსნარისა და ჭურჭლის მომზადება;
** მიღებული შედეგების სისწორის კონტროლი;
** ანალიზის შედეგების შეგროვება და ინფორმაციის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი განყოფილებებისთვის მიწოდება;
** აპარატურის სისუფთავის შენარჩუნება;
** დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობის, ან მისი არსებობის პოტენციური რისკის შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
** წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა;
** შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება - სასურველია 1 წელი მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება (კვების წარმოებაში ან/და ქიმიურ ინჟინერიაში);
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერზე: http://www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 20 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე