Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706208&print=yes&view=jobs
 
ტაქსის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტაქსის მძღოლი
მომწოდებელი: ბიზნეს რაიდი
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
სს "ბიზნეს რაიდი" ეძებს ტაქსის მძღოლებს.

ჩვენი კომპანია არის Bolt-ის ოფიციალური პარტნიორი და მძღოლებს უზრუნველყოფს გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

სამუშაო პირობები:

** მუშაობთ კომპანიის კუთვნილი, ტექნიკურად გამართული მანქანებით
** სამუშაო გრაფიკი: დღეში 10 საათი
** კომპანიაში მოქმედებს როგორც დღის, ისე ღამის ცვლა
ამ ეტაპზე ვეძებთ მძღოლებს მხოლოდ დღის ცვლისთვის

ანაზღაურება:

** ანაზღაურება - შესრულებული სამუშაოს 30-40%
** საშუალო შემოსავალი მერყეობს 1500-დან 2500 ლარამდე აქტივობის მიხედვით

მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა გააჩნდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
** კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 26 წლის და უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილება (სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე)

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე businessride.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ დანიშნულება "მძღოლი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 57 50 83.

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ სს "ბიზნეს რაიდი" დაამუშავებს მის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ დასაქმების კანდიდატის შერჩევისა და შეფასების მიზნით. მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"-ის მოთხოვნების შესაბამისად.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიის მიერ სხვა მიმდინარე ან მომავალი ვაკანსიის განხილვის პროცესში, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადით.

აღნიშნული ვადის გასვლისთანავე, თქვენი მონაცემები დაუყოვნებლივ განადგურდება. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების ხელახალი გამოყენება სხვა ვაკანსიებზე, გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას წერილობით მიუთითოთ თქვენი უარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია