Робота для біженців з України
ნოტარიუსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნოტარიუსი
მომწოდებელი: რეჯისტერ ინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
წამყვანი იურიდიული კომპანია ეძებს ნოტარიუსს თანამშრომლობისთვის.

ვეძებთ კვალიფიციურ ნოტარიუსს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანოტარო საქმიანობის უფლება და მზად არის პროფესიული თანამშრომლობისთვის.

სამუშაოს აღწერილობა:

** ნოტარიული მოქმედებების განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნოტარიული საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
** ნოტარიული დოკუმენტების დამოწმება, შედგენა და დამტკიცება (როგორც ჩვენი კლიენტებისთვის ასევე სხვა ნებისმიერი მოქალაქეებისთვის);
** მინდობილობების, განცხადებების, ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება;
** კლიენტებისთვის ნოტარიულ მოქმედებებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განმარტება კომპეტენციის ფარგლებში (როგორც ჩვენი კლიენტებისთვის ასევე სხვა ნებისმიერი მოქალაქეებისთვის);
** ნოტარიული რეესტრისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
** ნოტარიული საქმიანობის განხორციელებისას პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანოტარო საქმიანობის მოქმედი უფლება;
** ნოტარიუსად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტაცია;
** პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** კომუნიკაციისა და კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ოფისი ქალაქის ცენტრში საუკეთესო ადგილმდებარეობით;
** სტაბილურ კლიენტთა მომართვიანობას საკუთარი მარკეტინგის და გაყიდვების გუნდით;
** პროფესიულ, კომფორტულ და მყუდრო სამუშაო გარემოს;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას.
** მაღალ ანაზღაურებას.

სამიზნე ჯგუფი:

** რეგიონებში და თბილისის გარეუბნებში მომუშავე ნოტარიუსები, რომლებსაც სურთ თავისი კლიენტთა ბაზის გაფართოება და საქმიანობის კომერციულად უფრო ხელსაყრელ ადგილას გადმოტანა.

თანამშრომლობის სხვა დეტალებზე შეთანხმება მოხდება შეხვედრის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: registeringeorgiacareers@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე