Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 სთ- 18 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების ციკლის მართვა და კონტროლი;
** პროდუქციის შესყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი პროდუქტის მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
** არსებულ მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და მოწოდების პირობების გაუმჯობესებების მიზნით. გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის, ასევე თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
** საწყობში არსებული მარაგების კონტროლი. მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა პროექტში ჩართვა შესყიდვების ჭრილში;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი;
** პერიოდული ტენდერების ჩატარება და ბაზრის კვლევის წარმოება;
** ERP (1 C) პროგრამაში მიღებული შეკვეთების ასახვა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვები სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ტექნიკური უნარები: ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ანაზღაურება:

** გამოცდილების შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიულ განვითარებას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — შესყიდვების მენეჯერი.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე