Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706091&print=yes&view=jobs
 
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ეიჩქუდი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
"HQD Georgia" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად
** ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
** საბანკო ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში
** იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუღალტრო აღრიცხვა
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარება
** საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში პერიოდული ჩართულობა (ადგილზე ვიზიტით)
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
** საჭიროებისამებრ სხვა საბუღალტრო ოპერაციების შესრულება
** ERP სისტემის (Odoo) გაუმჯობესებისა და ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (C1), დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** მაღალი ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტიანი მართვა
** სტრესის მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** Პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებუობა

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ მხარდაჭერასა და უკუკავშირს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com. სათაურის ველში მიუთითეთ: ვაკანსიის დასახელება - [თქვენი სახელი]

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია