Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706009&print=yes&view=jobs
 
მზარეული - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ჯინო ველნეს რაბათი
გამოქვეყნდა: 06 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
"ჯინო ველნეს რაბათი" (Gino Wellness Rabati) არის უნიკალური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ახალციხის ისტორიული ციხე-სიმაგრის, რაბათის კომპლექსში. სასტუმრო გამორჩეულია თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი კლასის სერვისითა და ველნეს-ცენტრით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს დასვენების განსაკუთრებულ გამოცდილებას.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია სტუმარმასპინძლობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და თითოეული თანამშრომლის პროფესიულ ზრდაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ გახდნენ გამორჩეული გარემოსა და გუნდის ნაწილი.

"ჯინო ველნეს რაბათი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მზარეული

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. ახალციხე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციების მიხედვით;
** კერძის ხარისხზე, გემოვნურ თვისებებსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების (HACCP) დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** შესაბამისი პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული უნარები:

** სისწრაფე და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** კვება
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: cjamburia@ginoaquapark.ge

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია