|
დასახელება:
მექანიკოსი
|
| მომწოდებელი:
ქორუგატორი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მარტი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელი კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (გამოცდილების გათვალისწინებით)
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო/ტექნიკური დანადგარების მონტაჟი, დემონტაჟი და რეგულირება;
** მექანიკური გაუმართაობის დიაგნოსტიკა და შეკეთება;
** პრევენციული ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
** დაზიანებული დეტალების შეცვლა და აღდგენა;
** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ანგარიშგება;
** საჭიროების შემთხვევაში საგანგებო შეკეთებითი სამუშაოების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში;
** სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** მექანიკური სქემებისა და ტექნიკური ნახაზების ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|