Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=705796&print=yes&view=jobs
 
რკინის კონსტრუქციების მონტაჟის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რკინის კონსტრუქციების მონტაჟის მენეჯერი
მომწოდებელი: არ სი სოლუშენს
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
შპს "არ სი სოლუშენს"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლითონის წარმოება და საწარმოს ოპერირება, სადაც ხდება სხვადასხვა დანიშნულების ლითონის ანაკრების პროდუქციის წარმოება, ლითონის საშუალო და დიდი ზომის კონსტრუქციების წარმოება.

შპს "არ სი სოლუშენს" ეძებს რკინის კონსტრუქციების მონტაჟის მენეჯერს, რომელიც მზად არის გამოცდილ გუნდთან ერთად შეასრულოს სამონტაჟო პროექტები. თუ გაქვთ ამბიცია, ჩაერთოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

პოზიციის დასახელება: რკინის კონსტრუქციების მონტაჟის მენეჯერი

მდებარეობა: საქართველო, თბილისი
ანაზღაურება: 5000 ლარი +, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

გთავაზობთ:

** მასშტაბურ და მრავალფეროვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას.
** სწრაფ კარიერულ ზრდას და განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კონსტრუქციული პროექტების განხილვა და სამონტაჟოდ მომზადება.
** პროექტის მიხედვით ობიექტზე სამუშაოების დაგეგმვა.
** პროექტის მიხედვით სამუშაო ობიექტზე სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელობა.
** პროფესიული დავალებების შესრულება.

დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:

** კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.
** ნაგებობების რკინის კონსტრუქციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
** სამონტაჟო კონსტრუქციული პროექტების დამოუკიდებლად მართვის უნარი.

უნარ-ჩვევები:

** დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ინფრომაციის სწრაფად ათვისების უნარი.
** სიახლეებთან მარტივად ადაპტაციის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@rcsolutions.ge, ხოლო სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

შენიშვნა: შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია