|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პალატი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს და ყველა მიმართულებით დღემდე აქტიურად ვითარდება.
კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და საწარმოო პროცესის ზრდის პარარელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს.
სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, HR გუნდში ვეძებთ ახალ წევრს.
პოზიციის დასახელება: HR მენეჯერი;
სამუშაო გრაფიკი: სრული - 09:00-18:00;
მდებარეობა: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** HR მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა;
** HR-ის სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება (სასურველია Self.HR);
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლებისთვის HR ადმინისტრაციული სერვისების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლებისა და ცვლილებების პროცესების მართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, ვადებისა და პირობების კონტროლი;
** საშტატო ფაილისა და HR მონაცემთა ბაზის მართვა/განახლება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** სამუშაო აღწერილობების შექმნა და განახლება;
** ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის პროცესებში მონაწილეობა;
** HR პოლიტიკების, განვითარების და მოტივაციის სისტემების შემუშავებაში ჩართულობა;
** თანამშრომელთა ჩართულობისა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას;
თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. ამიტომ თუკი ამ ტექსტს კითხოლობ, ნუ დაკარგავ დროს და გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - HR მენეჯერი რუსთავში.
გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
|
|
|
|