|
დასახელება:
ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
მეგასპორტი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
"მეგასპორტი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა/ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
** მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა;
** საჩივრების მიღება, დაფიქსირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:30-დან 18:30-მდე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი;
** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო ელფოსტაზე info@megasport.ge
|
|
|
|