Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო იუმაშევის 23
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00სთ-დან 18:00 სთ-მდე; შაბათი 10:00სთ-დან 16:00 სათ-მდე
ანაზღაურება: 1000 ლარი
კვირა - დასვენება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის დასუფთავება/დალაგება;
** დღის მანძილზე ოფისში სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება;
** ოფისში არსებული ინვენტარის დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვების უნარი;
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "დიასახლისი", ან დაგვირეკეთ ნომერზე (+995 32) 249 26 26.

კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე