Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=705782&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: რედ განეში
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. კომპანია თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა 43;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევის ჩატარება და ზრდის შესაძლებლობების მოძიება;
** სტრატეგიული პარტნიორებთან ურთიერთობის აგება და მოლაპარაკება;
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
** ბიზნეს შესაძლებლობების შეფასება და ROI-ის (ინვესტიციის მომგებიანობა) გაანგარიშება;
** ახალი კლიენტების მოძიება და ურთიერთობის მართვა;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გამოცდილება ბიზნეს განვითარების, ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით
** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე office@mzamzareuli.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბიზნეს განვითარების მენეჯერი".

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია