Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=705710&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 04 აპრილი
"სტერეო +" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

Stereo + 2002 წლიდან საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში: ციფრული მაუწყებლობა, "Stereo+" TV, რადიო "სტერეო +", "ტვ მობაილ".

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ჯგუფისგან მიღებული მონაცემების აღრიცხვა, დამუშავება, მონიტორინგი - საჭირო დოკუმენტაციის წარმოება
** საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდული მონიტორინგის მიზნით ადგილზე ვიზიტის განხორციელება
** პარტნიორ კომპანიებთან ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება მეილის საშუალებით
** ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლების მივლინებებისა და შვებულებების აღრიცხვა, მონიტორინგი
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის კარგად მცოდნე კანდიდატს
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2026 წლის 04 აპრილის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური ანალიტიკოსი".

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია