|
დასახელება:
ხარისხის კონტროლისა და წარმოების დაგეგმვის ქიმიკოსი
|
| მომწოდებელი:
Chemicals Coating Trading
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
"CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათავო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.
კომპანია სპეციალიზებულია შემდეგი მიმართულებებით:
** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.
კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.
ვაკანსია: ხარისხის კონტროლისა და წარმოების დაგეგმვის ქიმიკოსი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 09:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი (13:00-14:00 შესვენება)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 2500 ლარიდან (ხელზე ასაღები), რომელიც გაიზრდება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
1. წარმოების დაგეგმვა და კონტროლი:
** წარმოების დაგეგმვა გაყიდვების/კომერციული ოფისიდან მიღებული მოთხოვნების მიხედვით
** რეცეპტურების, მასალათა ჩამონათვალისა და შესაბამისი საწარმოო პროცესების მხარდაჭერა და კონტროლი
** საწარმოო პარტიების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება შეფუთვამდე
** წარმოებული პარტიებიდან ნიმუშების არქივირება და პროდუქციის სტაბილურობის კონტროლი
** GHS მოთხოვნებთან შესაბამისობაში ეტიკეტების ბეჭდვის შემოწმება
** თითოეული საწარმოო პარტიისთვის ეტიკეტების მომზადებისა და დატანის პროცესის მხარდაჭერა
2. ხარისხის სისტემის დანერგვა:
** კომპანიის ხარისხის მართვის სისტემის დანერგვასა და განვითარებაში მონაწილეობა
** ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად პროცედურების შექმნასა და შენარჩუნებაში მხარდაჭერა
3. პროდუქციის სერტიფიცირება:
** პროდუქციის ხარისხის სერტიფიკაციების მომზადებასა და დანერგვაში მონაწილეობა
** ევროპასა და თურქეთში მდებარე კომპანიებთან კომუნიკაცია სერტიფიცირებისა და ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საკითხებზე
** მუშაობა ISO / EN / GOST სტანდარტების შესაბამისად
4. ტექნიკური და უსაფრთხოების დოკუმენტაცია:
** ტექნიკური ფურცლების (TDS) მომზადება
** თითოეული პროდუქტის უსაფრთხოების ფურცლების (SDS) მომზადება
5. ნედლეულის კონტროლი და მარაგების მონიტორინგი:
** ნედლეულის ხელახალი შეკვეთების დაგეგმვა
** მარაგების შემოწმება და კონტროლი
** შესყიდვების დეპარტამენტის ინფორმირება, როდესაც ნედლეული მინიმალურ მარაგზე ქვემოთ ჩამოვა
6. ქიმიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობები:
** თანამდებობის ფარგლებში პასუხისმგებლობა ქიმიური პროდუქტების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებზე
** კომპანიაში ქიმიური პროდუქტების უსაფრთხო გამოყენებისა და მართვის მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქიმიის მიმართულებით მიღებული განათლება (დიპლომი ან უმაღლესი განათლება)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საცხოვრებელი ადგილი რუსთავში ან მიმდებარე ტერიტორიებზე
** სასურველია ქიმიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება
** საღებავებისა და საფარების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** ორგანიზებულობისა და დაგეგმვის ძლიერი უნარები
** სიზუსტე, ყურადღებიანობა, მოწესრიგებულობა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა (Outlook, Word, Excel და სხვა)
** კარგი მათემატიკური უნარები და საშუალო სირთულის გამოთვლების შესრულების უნარი
** სტაბილურ და გრძელვადიან სამსახურში მუშაობის სურვილი
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
კონკურსის ეტაპები:
** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: accounting2@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ქიმიკოსი".
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის "CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|