|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიონჯი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
შპს "ბიონჯი" არის კომპიუტერული ტექნიკის ონლაინ მაღაზია;
კომპანია 2017 წლიდან საქართველოს ბაზარს აწვდის მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://beon.ge/
შპს "ბიონჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი.
კომპანია გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი - 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება - 1800 ლარი (2 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ საბონუსე სისტემა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან საჭიროებების ანალიზი და შეთავაზებების მომზადება;
** შემოსული ლიდების დამუშავება;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა და ანგარიშგების მომზადება;
** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და ბაზის შექმნა;
** დისტრიბუციასთან კონტაქტი და პროდუქტის მიწოდების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება აუცილებელია კომპიუტერული ტექნიკის სფეროში;
** სასურველია CRM / 1C პროგრამების ცოდნა;
** MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@beon.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|