|
დასახელება:
ტენდერი ტრადიციული ვახშმის უზრუნველყოფის შესყიდვისთვის
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 მარტი
|
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს იურიდიულ პირებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ტრადიციული/კულტურული ვახშმის უზრუნველყოფის მიზნით.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
"SOS Children`s Villages Inetrnational" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და SOS ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
მომსახურების შესყიდვის მიზანი:
2026 წლის 31 მარტს რეგიონალური პროექტის 37 სტუმრისთვის ტრადიციული/კულტურული ვახშმის უზრუნველყოფა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** რესტორანს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3-დან 5 წლამდე გამოცდილება ღონისძიებების მართვის/ადმინისტრირების ბიზნესში.
** ობიექტმა უნდა უზრუნველყოს ტრადიციული/კულტურული საღამოს ორგანიზება სტუმრებისთვის.
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი:
** ბიზნესის წარმოების უფლებამოსილების დამადასტურებელი ამონაწერი და ლიცენზია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
** საბანკო რეკვიზიტები;
** ბიზნესის დასახელება და მისამართი თბილისში;
** მუშაობის წლების რაოდენობა (მინიმუმ 3 წელი);
** რესტორნის ვებგვერდის მისამართი;
** ფასის განაცხადი: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით, დღგ-ს გარეშე.
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შემდეგ, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ნულოვანი ანგარიშ-ფაქტურა) არაუგვიანეს 5 დღისა.
წინადადებები შეფასდება შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით:
** წარმოდგენილი დოკუმენტაცია - 10%
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხი - 45%
** ფასი - 45 %
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მარტი.
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925;
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ: "VIBEs - ტრადიციული/კულტურული ვახშმის უზრუნველყოფა".
|
|
|
|