|
დასახელება:
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 მარტი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: ბათუმი, შარტავას N7.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და პერიოდული განახლება;
** ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა;
** რისკების შეფასების პროცესის ორგანიზება და კონტროლი
** უსაფრთხოების პროცედურების, ინსტრუქციებისა და SOP-ების შემუშავება;
** შიდა რეგლამენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** რეგულარული ინსპექტირება სამშენებლო მოედნებზე;
** საფრთხეების იდენტიფიცირება (სიმაღლეზე მუშაობა, ამწე ტექნიკა, ელექტრობა, ღია სამუშაოები და სხვ.)
** დარღვევების დაფიქსირება და კორექტიული მოქმედებების მოთხოვნა;
** სამუშაოების შეჩერების უფლების გამოყენება მაღალი რისკის შემთხვევაში;
** ქვეკონტრაქტორების უსაფრთხოების კონტროლი;
** უბედური შემთხვევების და "Near Miss" შემთხვევების გამოძიება;
** პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** უსაფრთხოების ჟურნალების წარმოება;
** ინსტრუქტაჟების რეგისტრაცია;
** კონტრაქტორების უსაფრთხოების დოკუმენტაციის გადამოწმება;
** სახელმწიფო ინსპექტირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** საწყისი და პერიოდული ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** თემატური ტრენინგების დაგეგმვა (სიმაღლეზე მუშაობა, PPE, ცეცხლთან მუშაობა და სხვ.);
** სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევა;
** PPE -ს გამოყენების კონტროლი;
** ეფექტური თანამშრომლობა შრომის ინსპექციასთან;
** შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან;
** საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა (მაგ. ISO 45001);
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სექტორში);
** შესაბამისი სერტიფიკატი ან განათლება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** სწრაფი რეაგირების, ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დოკუმენტაციასთან და რეპორტინგთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მარტი ჩათვლით.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "შრომის უსაფრთხოების მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|