|
დასახელება:
მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: არასტანდარტული პროექტების მიხედვით
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი; გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, N1ა, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით);
** ღონისძიებების ორგანიზებაში მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარი;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზების უნარი;
** მუშაობის უნარი სტრესულ სიტუაციებში; ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ფუნქციონირება;
** კრეატიულობა, ახალი იდეების გენერაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ღონისძიების კონცეფცია და დაგეგმვა - კონცეფციის შემუშავება, სრული ღონისძიების დაგეგმვა (ლოკაცია, თარიღი, ბიუჯეტი, პროგრამა, აუდიტორია, სარეკლამო მასალები, სტუმრების მოწვევა, მედია გაშუქება).
** ორგანიზება და კოორდინაცია - ღონისძიების მართვა ყველა ეტაპზე, მათ შორის ადგილზე, და პროექტის კოორდინაცია ყველა სტრუქტურულ დონეზე.
** ბიუჯეტის მართვა - ხარჯების დაგეგმვა, ზედამხედველობა და კონტროლი.
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა - ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა (დეკორი, ტექნიკა, კვება, მუსიკა და სხვა).
** მარკეტინგი და კომუნიკაცია - ღონისძიების პოპულარიზაცია მარკეტინგული სტრატეგიებით; საკომუნიკაციო აქტივობების კოორდინაცია.
** რისკების მართვა და პრობლემების გადაჭრა - პრობლემების ოპერატიული გადაჭრა პროცესში;
** შედეგების შეფასება და ინოვაციები - ღონისძიების დასრულების შემდეგ ანალიზი და ანგარიშგების მომზადება; ინოვაციური პრაქტიკის დანერგვა; საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში ვიზიტების განხორციელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 24.03.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/HTjGVksPyE
|
|
|
|