|
დასახელება:
ფსიქოლოგი-თერაპევტი, მოხალისე-ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
ააიპ "აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო საგრანტო სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "სასათბურე მეურნეობა ზრდასრული აუტიზმის მქონე ახალგაზრდებისათვის" ფსიქოლოგი-თერაპევტის პოზიციაზე.
ააიპ აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი ახორციელებს "აუტიზმის ეროვნული ცენტრის - ფერადი ქალაქი" მშენებლობას, რომლის მიზანია ზრდასრული (18+ ასაკის) აუტიზმის მქონე პირების სერვისების განვითარება საქართველოში და იწყებს საპილოტე პროგრამის დასანერგად თერაპევტების გუნდის შეკრებას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე, ჯამში 9 საათი, ან კვირაში 6 დღე, ჯამში 18 საათი, მომდევნო 4 თვის განმავლობაში, ხელშეკრულების გახანგრძლივების პერსპექტივით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული, შეთანხმებით + მგზავრობის საფასური;
მისამართი: ემირ ბურჯანაძის გზატკეცილი N 121
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მოახდინოს სამუშაო გარემოს (სათბურის) ადაპტაცია კონკრეტული ბენეფიციარის საჭიროებებზე (ოკუპაციური თერაპიის ელემენტებით).
** ზრდასრული აუტიზმის მქონე პირებთან, აუტიზმის ეროვნული ცენტრის სივრცეში, მათ შორის სათბურში, ბენეფიციართა სასწავლო-სამუშაო პროცესის მართვა;
** შემთხვევის მენეჯერთან ერთად ინტერვენციის გეგმის შემუშავება;
** გაწერილი ინდივიდუალური პროგრამის განხორციელება გუნდის სხვა წევრებთან ერთად (მოხალისეებთან, სხვა თერაპევტებთან, აგრონომთან) შემთხვევის მენეჯერის მეთვალყურეობით;
** მოხალისეების მუშაობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება და წერილობითი ანგარიშის მომზადება;
** პროფესიული ეთიკის დაცვა;
** მომსახურების სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** მატერიალური ფასეულობისა და ინვენტარის გაფრთხილება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დაკისრებული მოვალეობების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ან ოკუპაციური თერაპიის (არა სენსორული) მიმართულებით;
** სერტიფიცირება (ქცევის გამოყენებითი ანალიზის კურსი, კურსის დასრულების სერტიფიკატი, ან მიმდინარედ სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, QABA/IBA, სერტიფიცირება;
** მინიმუმ 2-წლიანი აუტიზმის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება;
** ABA თერაპიის პრინციპების ცოდნა და გამოყენება;
** მინიმუმ 12+ ასაკის პირებთან, ანდა ზრდასრულებთან მუშაობისა და ქცევის მართვის გამოცდილება;
** ინდივიდუალური გეგმის მიზნებზე მოქნილად მუშაობა, ცვლილების შეტანის საჭიროების დანახვა-დასაბუთება, პრაქტიკულ სამუშაოზე მორგება.
როგორ შევიტანოთ განაცხადი:
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: feradi.kalaki@gmail.com
ააიპ აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ააიპ "უტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო საგრანტო სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "სასათბურე მეურნეობა ზრდასრული აუტიზმის მქონე ახალგაზრდებისათვის" მოხალისე-ასისტენტის პოზიციაზე.
ააიპ აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი ახორციელებს "აუტიზმის ეროვნული ცენტრის - ფერადი ქალაქი" მშენებლობას, რომლის მიზანია ზრდასრული (18+ ასაკის) აუტიზმის მქონე პირების სერვისების განვითარება საქართველოში და იწყებს საპილოტე პროგრამის დასანერგად მოხალისე ასისტენტების გუნდის ჩამოყალიბებას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე, ჯამში 9 საათი, ან კვირაში 6 დღე, ჯამში 18 საათი, მომდევნო 4 თვის განმავლობაში. პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა ზრდასრული აუტიზმის მქონე პირთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების შესაბამისი სერტიფიკატი;
** მგზავრობის საფასური ან ტრანსპორტირება;
მისამართი: ემირ ბურჯანაძის გზატკეცილი N 121
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბენეფიციართან მომუშავე თერაპევტის და შემთხვევის მენეჯერის რეკომენდაციების შესრულება;
** სამუშაო გარემოს ადაპტაცია კონკრეტული ბენეფიციარის საჭიროებისთვის;
** ზრდასრული აუტიზმის მქონე პირებთან, აუტიზმის ეროვნული ცენტრის სივრცეში (მათ შორის სათბურში), ბენეფიციართა სასწავლო-სამუშაო პროცესში მონაწილეობა;
** გაწერილი ინდივიდუალური პროგრამის განხორციელება, გუნდის სხვა წევრებთან ერთად (მოხალისეებთან, სხვა თერაპევტებთან, აგრონომთან) შემთხვევის მენეჯერის და თერაპევტის მეთვალყურეობით;
** კონფიდენციალობის და ორგანიზაციის წერილობითი თუ ზეპირი შინაგანაწესის დაცვა;
** მომსახურების სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** მატერიალური ფასეულობისა და ინვენტარის გაფრთხილება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დაკისრებული მოვალეობების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.
** 18+ ასაკის აუტიზმის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მიღების ინტერესი.
მოთხოვნები:
** ფსიქოლოგიის ფაკულტეტის II-IV კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები;
** ან ABA თერაპიის საბაზისო ცოდნის მქონე ან სერტიფიცირებული პირები;
** მოთმინების უნარი და ენერგიულობა;
** 18+ აუტიზმის მქონე პირებთან მუშაობის ინტერესი და შესაბამისი გამოცდილების მიღების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი.