Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი.

ჩვენს შესახებ:

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაო დრო და ადგილი:

** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და ახალი კლიენტების მოძიება
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მონიტორინგი
** კომერციული შეთავაზებების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** MS Office-ის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე HR@mmt.ge

ტელ: 555511472
http://www.mmt.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე