Робота для біженців з України
აეროპორტის ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აეროპორტის ოპერატორი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ისეთი ავიაკომპანიების ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia - აცხადებს ვაკანსიას აეროპორტში დღის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა;
** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;
** მომხმარებლებისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის წარმართვის დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა; შრომისუნარიანობა; სისხარტე;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@gasa.ge

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ განიხილებოდეს მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე