|
დასახელება:
საუზმის მზარეული, გაყიდვებისა და რეზერვაციების აღმასრულებელი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო
|
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
ძველ თბილისში არსებული 33 ნომრიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიებს საუზმის მზარეულის, გაყიდვებისა და რეზერვაციების აღმასრულებლის პოზიციაზე.
1. საუზმის მზარეული
ძირითადი მოვალეობები:
** დილის საუზმის მომზადება;
** სამზარეულოსა და სამუშაო ინვენტარის მილაგება და დასუფთავება
** საკუთარი სამუშაო ადგილის მოწესრიგება
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა.
საჭირო უნარები:
** უფეტის ორგანიზება, შევსება და ვიზუალური წესრიგის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სწორად მიღება, შენახვა და მარაგების კონტროლი;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის მუდმივი დაცვა;
** კვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
** ხელმძღვანელობის მითითებების შესრულება და ოპერაციულ პროცესებში ჩართულობა;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მიდგომა.
ანაზღაურება: 1000 ლარი
2. გაყიდვებისა და რეზერვაციების აღმასრულებელი
ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნომრების გაყიდვაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე და ღონისძიებების სივრცეების რეალიზაციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების აქტიური გაყიდვა
** რეზერვაციების მართვა და დამუშავება
** ტურისტულ სააგენტოებთან და კორპორატიულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება
** ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება
** საჭიროების შემთხვევაში მივლინებებში მონაწილეობა
** საკონფერენციო სივრცეების, ღონისძიებების დარბაზების და რუფტოპ ტერასების გაყიდვა
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე დამოკიდებული ბონუსი.
თუ დაინტერესებული ხართ პოზიციით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: beridzea588@gmail.com
|
|
|
|