Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=704107&print=yes&view=jobs
 
კონკურსი წარმოების სექტორის SME-ებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი წარმოების სექტორის SME-ებისთვის
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
თანდართული ფაილი: 704107_Call_for_Manufacturing_Sector_SMEs_2530553.zip
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, "გაეროს განვითარების პროგრამის" (UNDP) პროექტი "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" (IA2M) აცხადებს კონკურსს წარმოების სექტორის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის - "Innovation Challenge Call (ICC): მხარდაჭერა მდგრადი მოხმარებისა და წარმოების (SCP) პრაქტიკის დანერგვაში".

ინიციატივა დაეხმარება საწარმოებს დანერგონ ინოვაციური ან/და ნაკლებად გამოყენებული მიდგომები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს რესურსების ეფექტურად გამოყენებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და ბიზნეს პროცესების მდგრადობის გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს შეუძლიათ მხარდაჭერა მიიღონ შემდეგი მიმართულებით:

** ნარჩენების მართვა, შემცირება ან/და ხელახალი გამოყენება
** ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგიის გამოყენება
** მდგრადი შეფუთვის დანერგვა
** მდგრადობის მართვისთვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება
** ნედლეულის შესყიდვისას და მიწოდების ჯაჭვში მდგრადი პრაქტიკების გაძლიერება
** სხვა ღონისძიებები და აქტივობები, რაც მიმართულია კომპანიის მდგრადობის გაძლიერებისკენ

თანადაფინანსების მოცულობა: 40, 000 ლარი

SME-ის თანამონაწილეობა: პროექტის ღირებულების არანაკლებ 10% (4, 000 ლარი).
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 10-მდე გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის საწარმო.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 მარტი 17:00 საათი (GMT+4). ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ UNDP-ის Quantum პორტალზე (რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ამ ბმულს) და შეავსონ განაცხადი ინგლისურ ენაზე ბმულზე https://procurement-notices.undp.org/view_negotiation_dlink.cfm?nego_id=43080 (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ლინკი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე რეგისტრირებული ხართ Quantum პორტალზე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განაცხადების შეფასების პროცესის და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ ქართულ პრეზენტაციას და დამატებით დოკუმენტებს.

კონკურსის და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ გაიმართება საინფორმაციო ვებინარი. შეხვედრის თარიღი: 10 მარტი 12:00 (GMT+4).

Microsoft Teams meeting: https://teams.microsoft.com/meet/37221046117579?p=REw4qlhJtmOHybRTVo
Meeting ID: 372 210 461 175 79
Passcode: 8Bb73Ew7

გთხოვთ, შეხვედრამდე გაეცნოთ ტექნიკურ დეტალებს და დაესწროთ აღნიშნულ ვებინარს. შეხვედრის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ დასვათ კითხვები და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია, რაც გაგიმარტივებთ განაცხადის შევსებას.

განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ქრისტინე მეფარიშვილი kristine.meparishvili@undp.org
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია