|
დასახელება:
სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
GASA
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ისეთი ავიაკომპანიების ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia - აცხადებს ვაკანსიას რეისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მგზავრთა რეგისტრაციის პროცესის დაწყება და დასრულება
** მგზავრთა რეგისტრაციის პროცესის კონტროლი
** მგზავრთა ჩასხდომის პროცესის კონტროლი
** რეისის ეკიპაჟის მომსახურება
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია განათლება საავიაციო მიმართულებით
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებული
** შრომისმოყვარე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@gasa.ge
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ განიხილებოდეს მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|