Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=704073&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Green Palace Kutaisi
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე!

სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 23 სტანდარტული და 4 პრემიუმ კლასის ნომრით, ბარ-რესტორანითა და ღია ტერასით.

სასტუმროს მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი".
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება მცოცავი გრაფიკით
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრებისა და შიდა სივრცეების დალაგება-დასუფთავება;
** დასუფთავებასთან დაკავშირებული დაგეგმილი დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ჩაბარებული და სასტუმროში არსებული ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ჩაბარებული აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და დახმარების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში გამოცდილებას;

პიროვნილი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 71 32 27.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია