Робота для біженців з України
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქუალითი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "ჯორჯიან ქუალითი" ეძებს ოპერაციების მენეჯერს, რომელიც სრულად აიღებს ოპერაციულ მართვას და გახდება კომპანიის შიდა პროცესების კოორდინატორი.

პოზიციის მიზანი

ოპერაციული პროცესების სტაბილური და ეფექტური მართვა, თანამშრომელთა კოორდინაცია და ყოველდღიური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ოპერაციული ზედამხედველობა
** პროდუქციის მარაგების კონტროლი
** წესრიგისა და სტანდარტების დაცვა
** კვირაში მინიმუმ 2-ჯერ ობიექტებზე ვიზიტი და შემოწმება
** მომსახურების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი
** ტექნიკური საკითხების კოორდინაცია
** პროცესების კონტროლი და ვადების მართვა
** საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ორგანიზება

ვის ვეძებთ:

** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირი
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** პროცესზე ორიენტირებული აზროვნება
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი
** გუნდთან მუშაობის უნარის მქონე
** მინიმუმ 2-3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება (სასურველია retail / წარმოების მიმართულებით)

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ გარემოს
** რეალურ მენეჯერულ პოზიციას
** გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას
** პროფესიული განვითარების პერსპექტივას
** ანაზღაურება 1500 ლარი

სამუშაო ადგილი: თბილისი

CV გამოგვიგზავნეთ: ferlittigeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე