Робота для біженців з України
მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 20000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ
მაღალხარისხიან მომსახურებას.

"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე.
ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში არაუმეტეს 40 საათის

კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ბათუმში.

მოთხოვნები:

** B C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი;
** გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომანქანის მართვა და მოვლა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: bilioni.hr@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ბილიონი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე