|
დასახელება:
HVAC დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ელ+
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას HVAC დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე
ფუნქცია მოვალეობები:
** პროდუქციის მოძიება;
** მოძიებული პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა;
** დადასტურებული პროექტებისათვის მასალების შესყიდვა და კონტროლი;
** იმპორტირებული პროდუქციის მიღების კონტროლი;
** შოურუმისთვის საჭირო პროდუქციის მოძიება;
** საცალოდ გასაყიდი პროდუქციის ტექნიკური ცოდნა და ნაშთის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
** რეპორტების მომზადება შესყიდულ და შესასყიდ პროდუქციასთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|