|
დასახელება:
პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
მეგაკო თრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
შპს "მეგაკო თრეიდი" წარმოადგენს კომპანია "მეგაკო" -ს შვილობილ კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 2012 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა საქართველოში წარმოებული ჩაი გურიელი -Gurieli, ასევე საქართველოში წარმოებული ჰიგიენური ქაღალდის ბრენდი "კრიალა", უკრაინული წარმოების ბრენდები "Шедро", "Алан " და სხვ. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.
სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
** სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი;
** ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;
** სარეკლამო დანადგარების დამონტაჟება და სარეკლამო მასალების განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და სუპერვაიზერის მითითებების შესაბამისად;
** მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია;
** გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
** აღრიცხვიანობის სისტემატური და აკურატული წარმოება დადგენილი წესის მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი
სამუშაო პირობები:
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 ლარი + ბონუსი 200 ლარი;
** სამუშაო ადგილი: რუსთავი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: r.nasaridze@megako.ge, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი რუსთავი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება;
დაგვიკავშირდით: +995599656944 / +995591634355
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება).
|
|
|
|