Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=703512&print=yes&view=jobs
 
დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: არამექს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
"არამექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** დებიტორებთან ანგარიშსწორების მოლაპარაკების წარმოება;
** დებიტორული დავალიანების დაფარვის კონტროლი;
** დებიტორული დავალიანების შესახებ ანგარიშგებების მომზადება;
** დებიტორული დავალიანების მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო განრიგი - სრული: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00 საათამდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი N59
ფიქსირებული ხელფასი: 1700 - 2000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: nata@aramex.com , სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია