|
დასახელება:
სერვის ცენტრის მმართველის მოადგილე
|
| მომწოდებელი:
ემ ბი სი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მმართველის მოადგილის პოზიციაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25.03.2026
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. "ემბისი" ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. "ემბისი" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, თანამშრომელთა მიერ გაწეული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
** სერვის ცენტრის გარიგებების/ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, პრობლემური საკითხების მართვა და გადაწყვეტა;
** სერვის ცენტრის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების (მათ შორის და არა მხოლოდ სესხების, საბარათე, სმს სერვისის, დეპოზიტების/ანაბრების, ვალუტის გაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებულ შეთანხმებების/ხელშეკრულებების) შემოწმება და ხელმოწერა;
** სალაროს ლიმიტების კონტროლი, დარღვევის შემთხვევაში, მათი აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირება;
** ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მოძრაობის მონიტორინგი, ინკასაციის კონტროლი და მართვა;
** პლასტიკური ბარათების მარაგების სისტემატური მონიტორინგი;
** სერვის ცენტრის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა დირექტორატთან შეთანხმებით, მისი შესრულების კონტროლი და დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მიტიგაციის ზომების განსაზღვრა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ, ბანკის შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინის, ქცევის ნორმების და კორპორატიული ეთიკის კოდექსის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საფინანსო სფეროში, ფილიალებში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა ALTA (B6; LMS)-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/T3Fz3oHd და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
|
|
|
|