|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ლოჯისტიკური ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
პალიტრა ჰოლდინგში შემავალი კომპანია "ლოჯისტიკური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის საოპერაციო პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
** საწყობის თანამშრომელთა კოორდინაცია, მხარდაჭერა და განვითარება;
** გუნდში ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა და სამუშაო პროცესების ორგანიზება;
** საწყობის საბითუმო და საცალო მიმართულებების პროცესების მართვა და კონტროლი;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და უზრუნველყოფა; (პროდუქციის შესაბამის მისამართებზე გადანაწილება)
** იმპორტირებული პროდუქციის დროული მიღება და პროგრამული აღრიცხვის კონტროლი;
** ქსელიდან დაბრუნებული პროდუქციის დროული მიღება და პროგრამაში ასახვის კონტროლი;
** ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის შიდა გუნდებთან და ქსელის წარმომადგენლებთან;
** საწყობის პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, კერძოდ: 1C, WMS
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება: 2500ლ-დან, კვალიფიკაციის შესაბამისად.
** მისამართი: თბილისი, აფრიკის დასახლება, აბელ ენუქიძის ქუჩა N7
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამშრომლის ფასდაკლების ბარათი კომპანიის ქსელში;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|