Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=702352&print=yes&view=jobs
 
ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ადამიანური რესურსების მართვის (HR) მთავარი სპეციალისტი.

სამუშაო განრიგი - სრული განაკვეთი:

** ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00 სთ.
** შაბათი - კვირა - დასვენების დღეები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, მართვა, შენახვა;
** მონაცემთა ბაზების წარმოება კლინიკის შიდა პროგრამაში, მათი პერიოდული განახლება;
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, რეესტრების წარმოება და პერიოდული განახლება;
** ბრძანებების (საკადრო, საშვებულებო) გაფორმება;
** თანამშრომელთა დოკუმენტაციის დაარქივება, აღრიცხვა, პერიოდული განახლება;
** სამუშაო დროის (ტაბელის) აღრიცხვის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიერ მოწოდებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების სისტემაში სრული ინფორმაციის შეყვანა განსაზღვრულ დროში;
** ჯანდაცვის მიერ მოწოდებული იმიგრაციის ანგარიშგების სისტემაში ინფორმაციის დროული ასახვა ცენტრში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ;
** რეკრუტინგი / კადრების აყვანასთან დაკავშირებული ვაკანსიების გამოცხადება hr.ge-ზე და მათი პერიოდული განახლება. შემოსული აპლიკაციების გადარჩევა/დაჯგუფება, გასაუბრების დაგეგმვა;
** დროული რეაგირება თანამშრომელთა საჭიროებებზე და შეკითხვებზე;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება
** თანამშრომელთა სამსახურში მოსვლა-წასვლის ელექტრონული სისტემის ანალიზი, დამუშავება და გენერალურ დირექტორთან წარდგენა
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის სიების მართვა;

აუცილებელი მოთხოვნა:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან იურიდიული მიმართულებით);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური / რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge ან info@gudushauri.ge, ან ნომერზე +995 579 82 83 38

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადამიანური რესურსების მართვის (HR) მთავარი სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია