Робота для біженців з України
უფროსი ბიბლიოთეკარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 თებერვალი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის სიმონ ყაუხჩიშვილის სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.

ბიბლიოთეკის სიმონ ყაუხჩიშვილის სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 (ათას ას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტს მოეთხოვება:

** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
** ლათინური და ბერძნული ენების საბაზისო ცოდნა (ლექსიკონის გამოყენებით თარგმნა);
** უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ"; საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

** კომპიუტერული უნარები;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სიმონ ყაუხჩიშვილის სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი)

შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

** ლიტერატურის მოძიება შემოსული მოთხოვნის მიხედვით;
** ლიტერატურის გაცემა ადგილზე სარგებლობისთვის;
** მკითხველისთვის სასურველი ლიტერატურის ასლის გადაღება;
** მკითხველის კონსულტირება;
** მკითხველთა ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება;
** დაზიანებული საბიბლიოთეკი დოკუმენტის გადარჩევა და აღრიცხვა;
** მკითხველთა კონტროლი, რათა არ მოხდეს წიგნის დაზიანება ან მისი დარბაზიდან გატანა;
** წიგნებისა და პერიოდული გამოცემების დადგენილი წესით თაროზე განლაგება;
** წამყვანი სპეციალისტის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ`;
** კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 12 თებერვლიდან 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სიმონ ყაუხჩიშვილის სამკითხველო დარბაზის უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი)".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე