Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=701972&print=yes&view=jobs
 
რეცხვა-დეზინფექციის ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცხვა-დეზინფექციის ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას რეცხვა-დეზინფექციის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** რეცხვა-დეზინფექციის თანამშრომლის სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და გადანაწილება საწარმოო უბნების მიხედვით
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
** თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი და ტრენინგების ჩატარება ჰიგიენისა და უსაფრთხოების მიმართულებით
** დისციპლინისა და სამუშაო სტანდარტების კონტროლი
** სურსათთან შეხებაში მყოფი და არა შეხებაში მყოფი ინვენტარის რეცხვა-დეზინფექციის პროცესის კონტროლი
** საწარმოო გარემოს (კედლები, იატაკი, ჭერი, დერეფნები და სხვა ზონები) დასუფთავებისა და დეზინფექციის უზრუნველყოფა
** ჰიგიენური პროგრამების (PRP, Sanitation SOP) შესრულების კონტროლი
** შიდა აუდიტებში მონაწილეობა
** სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების მარაგის კონტროლი
** უნიფორმებისა და ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებების (ქუდები, ხელთათმანები, ნიღბები და სხვა) მარაგების მართვა და კონტროლი

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** გამოცდილება საწარმოო გარემოში (სასურველია FMCG / სურსათის წარმოება)
** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის პრინციპების ცოდნა (HACCP, GMP)
** გუნდის მართვის გამოცდილება
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** პრობლემების სწრაფი იდენტიფიკაციის და რეაგირების უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია