|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
FoodGood
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე 4 ფილიალს აერთიანებს. კომპანია ყოველდღიურად ვითარდება და გეგმავს ახალ საინტერესო პროექტებს, სადაც ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს.
მეგობრულ და საკმაოდ შეკრულ გუნდში ვეძებთ ბარისტებს, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან გუნდურად ზრდაზე.
გამოცდილება სასურველია, მაგრამ არაპრიორიტეტული. ადგილზე შევასწავლით ყველა კადრს, მთავარია მონდომება და სურვილი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება
** სალაროს საქმიანობის წარმართვა
** ბარში მუშაობა - სმუზების, საუზმის და სასმლის მენიუს მომზადება
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** მეგობრული გარემო;
** განვითარების პერსპექტივა;
** პერსონალის კვება;
** 30% ფასდაკლება ჩვენს სრულ მენიუზე;
** ღამის სმენის შემთხვევაში უფასო ტრანსპორტირება;
** ანაზღაურებადი შვებულება;
** საბონუსე სისტემა.
განრიგი და ანაზღაურება:
** 08:00-16:00
** 10:00-18:00
** 14:00-22:00
** 5/2 (5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
** დღეში 8 საათი
** ანაზღაურება: 800 ლარი
ადგილმდებარეობა:
** თბილისი, ვაკე ჭავჭავაძის 43
** თბილისი, ბაზარი ორბელიანი
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@foodgood.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბარისტა".
|
|
|
|