Робота для біженців з України
გზის მარშალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გზის მარშალი
მომწოდებელი: Lisi Lemans
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
"LISI LEMANSI" 2021 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპორტულ გასართობ და კარტინგ ცენტრს თბილისში, რომელიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით.

"ლისი ლემანსი" აცხადებს ვაკანსიას გზის მარშლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნა

მოვალეობები:

** ტრეკზე მოძრავი მონაწილეების დახმარება, მოძრაობის წესების დაცვა კონტროლი.
** მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
** მოსასვენებელი სივრცეების მოწესრიგება.
** დისციპლინის დაცვა.
** ხელმძღვანელი პირის დავალების და მითითებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკრეტულ ანაზღაურებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს

ანაზღაურება: თვეში 1000 ლარი (დამატებით ბონუსი)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: HR.LISISLEMANS@GMAIL.COM
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე