Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=701840&print=yes&view=jobs
 
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
"პალიტრა მედია ჰოლდინგში" შემავალი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით.
** აღწერის შედეგების ასახვა პროგრამაში.
** პროგრამული და ფაქტობრივი სასაქონლო ნაშთების შედარება და პროგრამული ასახვა.
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
** რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა.
** საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 941 078

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: ani.khabeishvili@logistica.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია