|
დასახელება:
STEM კლუბის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას STEM კლუბის ხელმძღვანელის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ:
http://www.schoolprogress.ge/
STEM კლუბის ხელმძღვანელი ან რობოტიკის მასწავლებელი
სკოლის STEM მიმართულებით სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი
ძირითადი მოვალეობები:
** პროგრამის განვითარებისათვის საჭირო საკითხების ინიცირება;
** პრობლემური საკითხების გამოკვეთა, სამსახურის უფროსთან კომუნიკაცია და გადაჭრის გზების შეთავაზებაში ჩართულობა;
** კლუბის წევრებთან მინიმუმ კვირაში ერთხელ შეხვედრის განხორციელება;
** პროგრამის შუალედური და საბოლოო შედეგების მიღწევის მონიტორინგი;
** მიღებული შედეგების საფუძველზე, პროგრამისა და თანამშრომლების შეფასება, სემესტრებისა და წლის ბოლოს;
** კოლეგებისთვის განმავითარებელი შეფასების მიცემა;
** პროგრამის შესაბამის თემატურ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დაწყება/განვითარება;
** თემატური სასკოლო პროექტებისა და კონკურსების ორგანიზებაში ჩართულობა;
** თემატურ რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო პროექტებში, კონკურსებსა და ჩემპიონატებში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; რობოტიკის და პროგრამირების საფუძვლების სწავლება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში;
** რობოტული სისტემების კონსტრუქციისა და პროგრამირების პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება.
** პრაქტიკული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლითაც მოსწავლეები შეისწავლიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს;
** გუნდური მუშაობის წახალისება და შემოქმედებითი ამოცანების შეთავაზება;
** მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებსა და კონკურსებში.
კვალიფიკაცია და უნარები:
** STEM პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ან STEM პროგრამების სწავლების გამოცდილება
** უმაღლესი ან არაფორმალური განათლება შესაბამის სფეროში/სფეროებში, რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით
** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ, B1 დონეზე
** სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო/ტრენინგ/პროფესიული განვითარების სფეროში;
** ძლიერი საკომუნიკაციო და წერის უნარები ქართულ ენაზე (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პროექტებზე ერთდროული მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობა იმუშაო ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
ადგილმდებარეობა:
** ქ. ბათუმი, შამილაძის #30,
** ქ. ქუთაისი დ. აღმაშენებლის #20,
** ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #39.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილი: 3
რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ:
hr.batumi@schoolprogress.ge - ბათუმი
hr.kutaisi@schoolprogress.ge - ქუთაისი
hrtbilisi@schoolprogress.ge - თბილისი
სათაურში მიუთითეთ: STEM კლუბის ხელმძღვანელი და ქალაქის სახელწოდება სადაც გსურთ დასაქმება.
ბოლო ვადა: 10 მარტი
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: ბათუმი - 579 333 370; ქუთაისი - 598 689 064
️
გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|