Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=701753&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სეიფთი ჰაბი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
შპს "სეიფთი ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "სეიფთი ჰაბი" სპეციალიზირებულია პერსონალური დაცვის აღჭურვილობის (PPE), სპეც. ფეხსაცმლის და ტანსაცმლის იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და ვაწვდით მაღალი ხარისხის პროდუქციას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მომხმარებელი უსაფრთხოების სტანდარტებთან სრულად შესაბამისი პროდუქციით.

სამუშაო ადგილი: #43 ა. ბელიაშვილი, თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** კომპანიის პროდუქციის/სერვისის სიღრმისეული ცოდნა და სწორად წარდგენა;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის პრეზენტაციების ჩატარება და ტექნიკური მახასიათებლების ახსნა მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლებისთვის არსებული აქციების შესახებს ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** პროდუქციის განთავსება, ვიტრინის მოწესრიგება და სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გარემოს;
** ტრენინგებს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@safetyhub.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია