Робота для біженців з України
ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევაზე
მომწოდებელი: დომინიკი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
შპს "დომინიკი" იწვევს სადაზღვევო კომპანიებს სატენდერო განაცხადების შემოსატანად ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევაზე.

** მომსახურებამ უნდა მოიცვას დაახლოებით 30 ადამიანის დაზღვევა;
** მომსახურების შემოთავაზება უნდა იყოს ერთწლიანი;
** უნდა იყოს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 სხვადასხვა პაკეტის შემოთავაზება ერთი კომპანიიდან;
** ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
** სატენდერო მასალა ასევე უნდა მოიცავდეს მომსახურების მიღების პროცედურას და ასევე, გამონაკლისი შემთხვევების (არა ანაზღაურებადი დაავადებების) კონკრეტული ჩამონათვალი;
** პროვაიდერი კლინიკების სია;
** ოჯახის წევრების დაზღვევა (ტრადიციული/არატრადიციული ოჯახის წევრები-მშობლები, და-ძმა);
** ასაკობრივი შეზღუდვები;
** სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებადი პროგრამების ფარგლებში შემთხვევების დაფინანსება;

დაინტერესებულმა კომპანიებმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: zurabishviliqeti1@gmail.com არაუგვიანეს ა/წ 28 თებერვლისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე