Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=701715&print=yes&view=jobs
 
შეფ დე პარტიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: Royal Tulip Hotel
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
"Royal Tulip და Casino" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

დღის/ღამის ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის პროცესის კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორი და უსაფრთხო გამოყენება;
** კულინარიული ნაწარმის მომზადება ტექნოლოგიური ბარათებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით და დროულად მომზადება, მინიმალური დანაკარგით;
** თითოეული კერძის ხარისხის, მოცულობისა და შესაბამისი ტემპერატურის კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა სამზარეულოს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
** ახალი თანამშრომლებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მათ ტრენინგსა და პროფესიულ განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** ანაზღაურება 1800 ლარი (დღის სმენა); 2000 ლარი (ღამის სმენა);
** სამუშაო განაკვეთი 2/2;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია