|
დასახელება:
ოპერაციული HR სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Manamo Home
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" - აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული HR სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესში ჩართულობა (ადაპტაციის მხარდაჭერა, პირველადი ინსტრუქციების მიცემა და პროცესის კოორდინაცია ფილიალებთან).
** ფილიალებში გეგმური ვიზიტების განხორციელება და სამუშაო პროცესის დაკვირვება;
** თანამშრომელთა დასწრების, სამუშაო დისციპლინისა და გრაფიკების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;
** HR ჩეკლისტების შევსება და ხარვეზების დაფიქსირება;
** თანამშრომელთა უკუკავშირის შეგროვება და პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება;
** ფილიალებში კადრების დეფიციტის შემთხვევაში, თანამშრომელთა დროებითი გადანაწილების (დღიური როტაციების) კოორდინაცია;
** დოკუმენტაციისა და სამუშაო დროის მონაცემების ოპერაციული მხარდაჭერა.
რას ველით შენგან:
** HR სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ორგანიზებულობა და დაკვირვების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@manamohome.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოპერაციული HR სპეციალისტი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
|
|
|
|