Робота для біженців з України
ხარისხის მართვის მენეჯერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კახეთი, მანავის ღვინის ქარხანა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქციები:

** ღვინის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე
** ISO 22000 სისტემის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა
** HACCP გეგმის განხორციელება და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP) მონიტორინგი
** ლაბორატორიული ანალიზების ორგანიზება და შედეგების შეფასება
** ხარისხთან დაკავშირებული პროცედურების, ინსტრუქციებისა და ჩანაწერების წარმოება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი
** შეფუთვის, ეტიკეტირების და პროდუქტის შენახვის პირობების კონტროლი
** ყოველწლიური საერთაშორისო აუდიტის ჩატარება
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტისთვის საჭირო დოკუმენტაციის ორგანიზება
** პროდუქტის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა
** ISO 22000 სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სურსათის ტექნოლოგია, ენოლოგია, ქიმია ან მონათესავე სფერო)
** ISO 22000 / HACCP სისტემების ცოდნა (სასურველია პრაქტიკული გამოცდილება)
** ღვინის წარმოების პროცესების ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ხარისხის მართვის მენეჯერი ".

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე