"CM თბილისი" არის საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული პრემიუმ კლასის ავტომობილების სრულ მომსახურებას — შერჩევიდან ტრანსპორტირებამდე. კომპანია გამოირჩევა სანდო რეპუტაციითა და ევროპულ პარტნიორებთან სტაბილური თანამშრომლობით.
ჩვენ ვქმნით პროფესიულ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ განვითარების რეალური შესაძლებლობა.
"CM Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მიზანი: კომპანიის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა. ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების სრულყოფილად მომსახურება. მოლაპარაკებების წარმოება და კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია.
მოვალეობა:
** ახალი კლიენტების მოძიება და ურთიერთობის სწორად დამყარება.
** არსებული კლიენტების მხარდაჭერა და საჭიროებების დაკმაყოფილება.
** გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა.
** პროდუქციის პრეზენტაცია ახალი კლიენტებისთვის.
** ბაზრის კვლევა და ანალიზი კონკურენტების შესახებ.
** კომპანიაში არსებული პროცედურების და სტანდარტების დაცვა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა, დაკისრებული სამუშაო.
განათლება:
** ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების სრულყოფილად წარმართვის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: cmtbilisi.hr@yahoo.com და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოთ ხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|