Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=701546&print=yes&view=jobs
 
მასწავლებლის ასისტენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებლის ასისტენტი
მომწოდებელი: UCMAS Georgia
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
"UCMAS Georgia" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე ქუთაისში.

ნახევარი განაკვეთის პოზიცია

"UCMAS Georgia" ქუთაისში ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ კანდიდატებს მასწავლებლის ასისტენტის ნახევარგანაკვეთიან პოზიციაზე. თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა და გსურთ გახდეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

პირობები:

** ნახევარი განაკვეთი - მორგებულია სტუდენტების განრიგზე
** განრიგი: შაბათი და კვირა (09:30-18:00) ან კვირის დღეები - 20 სთ
** ხელზე ასაღები საწყისი ხელფასი: 400 ლარი

ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის UCMAS-ის ოფიციალურ ტრენინგს, რომელსაც კომპანიის სათავო ოფისი უზრუნველყოფს.

მოვალეობები: UCMAS-ის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (მინ. B1 დონე) - სავალდებულო
** კარგი კომუნიკაციის და ბავშვებთან მუშაობის უნარი
** ენერგიულობა, პოზიტიურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია

გთხოვთ, CV ინგლისურ ენაზე (PDF ფორმატში) გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@ucmas.ge

სათაური: UCMAS Assistant Teacher Application - Kutaisi
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია