|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
CHATSMA
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
"CHATSMA" არის კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც აერთიანებს ქართველი დიზაინერების ლიმიტირებულ კოლექციებს. ჩვენს შოურუმში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ქართველი დიზაინერების ის ნამუშევრები, რომლებიც წარმოდგენილია საერთაშორისო შოურუმებზე და მათი შეძენა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ "CHATSMA"-ში.
"CHATSMA Concept Store"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენთან დაგხვდება პროფესიონალი გუნდი, რომელიც დაგეხმარება მოდის გაყიდვების შესწავლაში და პროფესიულ ზრდაში ამ მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების პროფესიონალური მომსახურება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება
** პროდუქციის დეტალური პრეზენტაცია, მახასიათებლებისა და უპირატესობების ახსნა
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა - პროდუქტის შერჩევიდან მის გაყიდვამდე
** შოურუმში კოლექციის განთავსების და სივრცის მოწესრიგების უზრუნველყოფა
** გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მოდის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
** ქართული ენა - სრულყოფილად
** ინგლისური/რუსული ენა - საკომუნიკაციო დონეზე
** შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების მიზნების შესრულების მოტივაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** გუნდში მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოტე აფხაზის ქ. №18.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე, სრული/ნახევარი განაკვეთი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hello@vitrineofficial.com
|
|
|
|