Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: შპს გემრიელი
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს "გემრიელი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ვეძებთ კრეატიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც იზრუნებს კომპანიის პროდუქციის ვიზუალურ იდენტობასა და მარკეტინგულ მასალებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შეფუთვების დიზაინის შექმნა და განახლება
** ეტიკეტების მომზადება რეგულაციების შესაბამისად (შემადგენლობა, შტრიხკოდი და სხვა სავალდებულო ინფორმაცია)
** სარეკლამო და სავაჭრო მასალების დიზაინი (ბანერები, პოსტერები, სტენდები, ფასმაჩვენებლები)
** ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა
** ფაილების ბეჭდვისთვის ტექნიკურად სწორი მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკულ დიზაინში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Adobe Photoshop, Illustrator-ის ცოდნა (InDesign - სასურველია)
** შეფუთვის დიზაინის ტექნიკური სპეციფიკის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@gemrieli.com.ge და სათაურში მიუთითეთ: "გრაფიკული დიზაინერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე