|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
ალფა პროექტი
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
შპს "ალფა პროექტი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. ინჟინერი - გათბობა, გაგრილება, კონდიცირება (HVAC)
ძირითადი მოვალეობები:
** HVAC სისტემების პროექტების შემოწმება და ექსპერტიზა
** შენობა-ნაგებობებში გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ტექნიკური ანალიზი
** შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის შემოწმება
** პროექტების შესაბამისობის შემოწმება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების მიხედვით
** ტექნიკური დასკვნების და ექსპერტიზის ანგარიშების მომზადება
** პრობლემების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიაში, ენერგეტიკაში ან HVAC სპეციალობაში
** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება გათბობის, გაგრილების და კონდიცირების სისტემებში
** HVAC სისტემების დიზაინისა და მუშაობის საფუძვლიანი ცოდნა
** ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის უნარი
** AutoCAD, Revit MEP ან სხვა შესაბამისი საინჟინრო პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
2. პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შესაბამისობის ინსპექტორი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო/სამშენებლო ინჟინერიაში
** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება კონსტრუქციულ პროექტირებაში ან ინსპექტირებაში
** მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და ევროკოდების ცოდნა
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა (Lira, ETABS, SAP2000 ან მსგავსი)
** ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
3. ელექტრო ინჟინერი - სუსტი დენები
ძირითადი მოვალეობები:
** სუსტი დენების (Low Voltage / Low Current) სისტემების პროექტების შემოწმება ქსელების: კომპიუტერული LAN, Wi-Fi, VOIP, CCTV, BMS, სიგნალიზაცია, სასაფრთხოო და საგანგებო განათების სისტემების ანალიზი
** შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის შემოწმება
** პროექტების შესაბამისობის შემოწმება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების მიხედვით
** ტექნიკური დასკვნების და ექსპერტიზის ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიაში ან შესაბამისი სპეციალობაში
** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება სუსტი დენების სისტემების პროექტირებაში ან ექსპერტიზაში
** კომპიუტერული და საკომუნიკაციო ქსელების, CCTV და უსაფრთხოების სისტემების ცოდნა
** ელექტრო და საინჟინრო პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ETAP, სხვა შესაბამისი პროგრამები)
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
4. ტექნიკური მდგრადობის სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
** შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება
** კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობისა და სიმტკიცის ანალიზი
** დეფექტების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება
** გაანგარიშებების გადამოწმება საინჟინრო პროგრამებში (SAPR, ETABS)
** ტექნიკური დასკვნების და ექსპერტიზის ანგარიშების მომზადება
** მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის დადგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო/სამშენებლო ინჟინერიაში
** მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება კონსტრუქციულ სფეროში
** კონსტრუქციული სქემების, მასალების და დატვირთვების ცოდნა
** სეისმური მდგრადობის საფუძვლიანი ცოდნა
** ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
5. ინჟინერი - წყალმომარაგება და კანალიზაცია
ძირითადი მოვალეობები:
** წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სადრენაჟო სისტემების პროექტების შემოწმება
** ქსელების ტექნიკური ანალიზი და ექსპერტიზა
** შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის შემოწმება
** პროექტების შესაბამისობის შემოწმება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების მიხედვით
** ტექნიკური დასკვნების და ექსპერტიზის ანგარიშების მომზადება
** პრობლემების იდენტიფიკაცია, რისკებისა და დეფექტების შეფასება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო/სამშენებლო ინჟინერიაში ან ჰიდრავლიკაში
** მინიმუმ 7-10 წლიანი სამუშაო გამოცდილება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებში
** ქსელების დიზაინისა და ექსპლუატაციის საფუძვლიანი ცოდნა
** ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის უნარი
** AutoCAD, Revit MEP ან სხვა შესაბამისი საინჟინრო პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
6. ხიდების სპეციალისტი (10+ წელი გამოცდილება)
ძირითადი მოვალეობები:
** ხიდების პროექტების კონსტრუქციული ნაწილის ანალიზი
** არსებული ხიდების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება
** დატვირთვებისა და სეისმური მდგრადობის შემოწმება
** გაანგარიშებების გადამოწმება საინჟინრო პროგრამებში (напр. LIRA-SAPR, SAP2000)
** ექსპერტიზის დასკვნისა და ტექნიკური ანგარიშის მომზადება
** მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიაში
** მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხიდების პროექტირებაში ან ინსპექტირებაში
** ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების კონსტრუქციული სქემების ღრმა ცოდნა
** მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა (LIRA, SAP2000, Midas ან მსგავსი)
** ტექნიკური დასკვნების მომზადების გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობა და ანალიტიკური აზროვნება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: info@icm.ge .
|
|
|
|